ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუსის კარტოფილის ექსპორტი შესაძლოა სანქციების სამიზნე აღმოჩნდეს


ევროკავშირი ბელარუსის კარტოფილის ექსპორტზე, ისევე, როგორც ნავთობისა და ეკონომიკის სხვა სფეროებზე სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს. ეს ერთ-ერთი საპასუხო ზომა შეიძლება იყოს ქვეყნის ხელისუფლების მიერ საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილ თვითმფრინავზე, ჟურნალისტის დაკავების ფაქტზე.

შესაძლო სანქციების შესახებ ჟურნალისტებთან ევროკავშირის ქვეყნების, საგარეო საქმეთა მინისტრები საუბრობენ. ევროპელი ლიდერები კვირას მომხდარ ინციდენტს, სახელმწიფოს დონზე განხორციელებულ მეკობრეობად აფასებენ და ამბობენ, რომ ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება.

ლუკაშენკოს რეჟიმმა კვირას ავიახაზებ "რაინეარის" თვითმფრინავს, რომელიც ათენიდან ვილნიუსისკენ მიემართებოდა და ბელარუსის ცაზე ქვეყნის ფარგლების დატოვებამდე რამდენიმე წუთიღა ჰქონდა დარჩენილი, მინსკში დაშვება აიძულა. სამართალდამცავებმა ბორტზე მყოფი ბლოგერი, რამან პრატაშევიჩი დააკავა. მას ბრალი აგვისტოს არჩევნების შემდეგ მასობრივი პროტესტების ორგანიზებაში ედება. დააკავეს მისი თანმხლები, 23 წლის რუსი სტუდენტიც.

ხელისუფლების მტკიცებით, აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში მოსახლეობის 80 %-მა მხარი ლუკაშენკოს დაუჭირა და მან მეექვსედ მოიპოვა გამარჯვება. თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი და დასავლური სახელმწიფოები არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ. ხელისუფლებამ უკვე გაავრცელა დაკავებული 26 წლის ბლოგერისა და აქტივისტის აღიარებითი ჩვენება, რომელშიც ის ამბობს, რომ ანტი-სამთავრობო დემონსტრაციებს ორგანიზებას უწევდა.

ევროკავშირის, საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს პორტუგალიის დედაქალაქში შეიკრიბნენ და ბელარუსის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მიღებაზე იმსჯელებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG