პრობლემები ბრიტანულ სამაუწყებლო კორპორაციაში

ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია („ბი-ბი-სი“) ეთერში პირველად გასვლის 90 წლისთავს აღნიშნავს.
„ბი-ბი-სიმ“ მაუწყებლობა 1922 წელს დაიწყო. კორპორაციის წლევანდელ იუბილეს კი დაფინანსების პრობლემები დაემთხვა.

სტიუარტ პურვისი სატელევიზიო ქსელის - „აი-თი-ენ-თის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორია. „აი-თი-ენ-თი“ „ბი-ბი-სის“ ერთ-ერთი კონკურენტი მედია საშუალებაა. პურვისის აზრით, „ბი-ბი-სი“ ახლა ყველაზე მწვავე გამოწვევების წინაშე დგას.

„ადრიდანვე მოყოლებული, „ბი-ბი-სი"-სა და ხელისუფლებას შორის ხშირად დაძაბული ურთიერთობა იყო. ეს მხოლოდ ახლა არ შეინიშნება. ამ ვითარებაში სამაუწყებლო კორპორაციის, მათი მსმენელისა და ხელისუფლების შორის არსებული დამოკიდებულება წარმოადგენს პრობლემას. ყველაზე უმთავრესი კი ნდობის ფაქტორია,“ - აღნიშნავს პურვისი.

კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, როდესაც პოლიციამ „ბი-ბი-სის“ წამყვანზე, აწ უკვე გარდაცვლილ ჯიმი სევილის საქმეზე გამოძიება დაიწყო, რომელსაც 300-მდე პიროვნების, მათ შორის არასრულწლოვნებზე განხორცილებულ ძალადობაში ედებოდა ბრალი.

2011 წელს, „ბი-ბი-სიმ“ სევილის სექსუალურ ძალადობაზე მომზადებული გადაცემა ეთერში არ გაუშვა, რასაც გარკვეული კითხვები მოჰყვა. მალევე, ახალი ამბების პროგრამამ - „ნიუსნაითმა“ სპეციალურ პროგრამაში ბრიტანელი პოლიტიკოსი პედოფილიაში არასწორად ამხილა, რისთვისაც პროგრამას ბოდიშის მოხდაც მოუწია.

პურვისის აზრით, სწორედ ამგავრი შეცდომების თავიდან არიდების მიზნით, საჭიროა გარკვეული ცვლილებების მოხდენა „ბი-ბი-სი"-ში.

ბრიტანულ სამაუწყებლო კორპორაციაში არსებული კრიზისი გამო, კორპორაციის გენერალური დირექტორი, ჯორჯ ენტვისტლი თანამდებობიდან გადაგდა. თანამდებობები ასევე დატოვეს საინფორმაციო სამსახურის უფროსმა და მისმა მოადგილემ. აღნიშნულიდან გამომდინარე, „ბი-ბი-სის“ თავმჯომარემ, ქრის პატენმა განაცხადა რომ ორგანიზაციაში რეფორმების განხორციელებაა საჭირო.

რაც შეეხება საზოგადოებრივ აზრს, თუ რა გავლენას ახდენს სამაუწყებლო კორპორაციის ნდობის აღდგენაზე არსებული ვითარება, ერთმანეთისაგან საკმაოდ განსხავევბულია. ერთ-ერთი ქალბატონის თქმით, „ბი-ბი-სი“ ღირსეული ორგანიზაციია, რომელსაც დაფასება სჭირდება“, ხოლო მეორე მოქალაქე ამბობს, რომ კორპორაციას ისე აღარ ენდობიან, როგორც ადრე.

ამ ვითარებაში, ერთადერთი გამოსავლი სამაუწყებლო კორპორაციის თავდაუზოგავი შრომაა სათანადო ნდობის აღსადგენად.