ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ბიბისი“ ხუთი რედაქციის გაუქმებას გეგმავს


„ბიბისი“ ხუთი რედაქციის გაუქმებას გეგმავს

"ბიბისი "კომპანიის ხარჯებს 54 მილიონი დოლარით შეამცირებს.

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო სამაუწყებლო კომპანია „ბიბისიმ“ ხუთი რედაქციის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, რასაც დაფინანსების შემცირებით ხსნის. ეს რედაქციებია: ალბანური, მაკედონური, სერბული, ასევე ინგლისური კარიბის რეგიონისთვის და პორტუგალიური აფრიკისთვის. ჟურნალისტთა კავშირი აცხადებს, რომ ეს ასობით სამუშაო ადგილის გაუქმებას გამოიწვევს და ბრიტანეთის ინტერესებს დიდ ზიანს მიაყენებს.

ორშაბათს "ბიბისის" ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილი აქვს მომდევნო ორი წლის მანძილზე 200-მდე ინტერნეტ გვერდი დახუროს და 360 სამუშაო ადგილი გააუქმოს, რაც კომპანიის ხარჯებს 54 მილიონი დოლარით შეამცირებს.

XS
SM
MD
LG