ბაღდადის შიიტურ უბნებში უპრეცედენტო მსხვერპლია

სამართალდამცავების განცხადებით, ამერიკული სამხედრო კონტინგენტის 2011 წელს ერაყიდან გასვლის შემდეგ მსგავსი ძალადობა არ განხორციელებულა.
დღეს ბაღდადში რამდენიმე ნაღმის აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. აფეთქებები ძირითადად შიიტურ უბნებში განხორციელდა. კიდევ ერთი აფეთქება კირკუკში შიიტების სამლოცვლოში მოხდა, შედეგად დაიღუპა 13 მომლოცველი.

აფეთქებებს ბაღდადსა და სხვა ქალაქებში ჯამში 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ერაყის პრემიერ მინისტრი ნური ალ-მალიკი რელიგიურ ნიადაგზე ძალადობას გასულ თვეში კირკუკში სუნიტების საპროტეტო ბანაკებზე უშიშროების ძალების რეიდს უკავშირებს.

სამართალდამცავების განცხადებით, ამერიკული სამხედრო კონტინგენტის 2011 წელს ერაყიდან გასვლის შემდეგ მსგავსი ძალადობა არ განხორციელებულა.