ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერაქტები ერაყში


დღეს ერაყში შიიტური მეჩეთების მახლობლად რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა. ამ ტერაქტების შედეგად სულ ცოტა 18 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა.

აფეთქებები ბაღდადის რამდენიმე უბანში განხორციელდა, რომლის დროსაც 14 ადამიანი დაიღუპა. კიდევ ერთი აფეთქება მოხდა ქვეყნის ჩდილოეთში მდებარე ქალაქ კირკუკში. ტერაქტებზე პსუხისმგებლობა არავის უკისრია.

ერაყის ხელისუფლებამ ანბარის და ნინევას პროვინციებში მომავალ თვეს დანიშნული ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები გადადო უშიშროების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.
XS
SM
MD
LG