ერევანი და ბაქო ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ბრალს დებენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში, ორი ქვეყნის საერთო საზღვარზე.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის სამხედრო ნაწილებმა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ცეეცხლი გახსნეს, ქელბაჯარის რაიონში. სამინისტრომ განაცხადა, რომ „სომხური შეიარაღებული ძალების პროვოკაციის შედეგად“, ერთი ჯარისკაცი დაიღუპა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ თავის მხრივ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა, „ინტენსიური ცეცხლი გახსნეს“ ერევნის სამხედრო პოზიციებზე გეღარქუნიქის რეგიონში.

ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ ხერხდება.

2020 წელს 44 დღიანი ომის შემდეგ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დროთა განმავლობაში ვითარება იძაბება, მხარეები ერთმანეთს ხშირად ადანაშაულებენ საზღვრის უკანონო დარღვევასა და ცეცხლის გახსნაში.

ასევე ნახეთ: მოსკოვი ამბობს, რომ მზადაა სომხეთსა და თურქეთს ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს

საბრძოლო მოქმედებები გასული წლის 10 ნოემბერს მხარეებს შორის გაფორმებული სამშვიდობო ხელშეკრულების საფუძველზე შეწყდა.

საერთაშორისოდ, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად არის აღიარებული, თუმცა 1994 წლის სეპარატისტული ომის შემდეგ, რეგიონი ეთნიკური სომხური ძალების კონტროლს ქვეშ იყო. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს, 1990-იანი წლებიდან დღემდე, ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ​

რუსეთის შუამავლობით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების შემდეგად, რეგიონში კვლავ დაძაბულობაა და ხშირია მხარეებს შორის ცალკეული სამხედრო დაპირისპირებები.