სოჭი 2014 - საქართველოს ახალი თავის ტკივილი

ზამთრის ოლიმპიური თამაშების გამართვის უფლება, რუსეთმა 2007 წლის ივნისში მოიპოვა

საქართველოს მმართველი პოლიტიკური ელიტა 2014 წელს, რუსეთის ქალაქ სოჭში ზამთრის ოლიმპიური თამაშების გამართვის წინააღმდეგ აქტიურ კამპანიას იწყებს. ამ კამპანიის სტრატეგია პარლამენტში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა უნდა განსაზღვროს.

რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია და ოლიმპიური მშენებლობებისთვის ოკუპირებული აფხაზეთიდან დიდი ოდენობით ინერტული მასალის გატანა - ეს არის ორი ძირითადი მიზეზი, რის გამოც საქართველოს ხელისუფლება სოჭის ოლიმპიადის წინააღმდეგ გამოდის.

“ოლიმპიური თამაშები თავისთავად არ არის მხოლოდ სპორტული ღონისძიება. ამიტომ ოლიმპიური თამაშების გამართვა ოკუპირებული ტერიტორიების გვერდზე, ამ ტერიტორიებზე უკანონო საქმიანობის მიბმა, გრანდიოზული ღონისძიებების მზადებასთან ჩვენთვის შემაშფოთებელია.“
დავით დარჩიაშვილი

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარე დავით დარჩიაშვილი "ამერიკის ხმასთან" ამბობს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების მეზობლად, ოლიმპიური თამაშების გამართვა საქართველოსთვის მიუღებელია

“ოლიმპიური თამაშები თავისთავად არ არის მხოლოდ სპორტული ღონისძიება. თავისი მასშტაბებით და სულისკვეთებით იგი პოლიტიკასთანაც კავშირშია, რამდენადაც ოლიმპიური თამაშები ხელს უნდა უწყობდეს მშვიდობას, ხალხთა შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას.

ამ დროს ოლიმპიური თამაშების გამართვა ოკუპირებული ტერიტორიების გვერდზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო საქმიანობის მიბმა ამ გრანდიოზული ღონისძიებების მზადებასთან და ამ ყველაფერთან დაკავშირებული ეკოლოგიური რისკები ჩვენთვის შემაშფოთებელია.“

ზამთრის ოლიმპიური თამაშების გამართვის უფლება რუსეთმა 2007 წლის ივნისში მოიპოვა. ერთ-ერთი პრეტენდენტი ქალაქი, რომელიც სოჭმა დაამარცხა ბორჯომიც იყო.

საქართველო ღიად სოჭის ოლიპიადის წინააღდეგ 2008 წელს, რუსეთთან აგვისტოს ომის შემდეგ გამოვიდა. მაშინ საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა (GNOC), საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს (IOC) სპეციალური წერილით მიმართა, სადაც სოჭში ოლიმპიადის გამართვის მიზაშეწონილობის განხილვას ითხოვდა.

ამჯრად, საქართველო ოლიამპიადის საწინააღდეგო კამპანიისას ჩერქეზთა გენოციდის თემასაც იყენებს. 150 წლის წინ, ზუსტად იმ ადგილებში, სადაც ოლიპიური ცეცხლი უნდა აინთოს, რუსეთის იმპერიამ რამდენიმე ჩერქეზული ტომი მთლიანად ამოწყვიტა, გადარჩენილები კი თურქეთში გაასახლა.

ჩერქეზები ამბობენ, რომ ოლიმპიური თამაშები ისეთ ადგილებში, სადაც მოხდა ადამიანთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტა, ეთნიკური წმენდა და ეთნიკური ნიშნით განადგურება, ანუ გენოციდი, არ შეიძლება იქნეს გამართული. ჩვენ ამ თემას განვიხილავთ ერთიანი კავკასიური პოლიტიკის კონტექსტში
ნუგზარ წიკლაური

2010 წლის მარტში, რამდენიმე ჩერქეზულმა ორგანიზაციამ საქართველოს პარლამენტს ოფიციალურად მიმართა თხოვნით, ჩერქეზთა გენოციდი აღიაროს.

უცხოეთში მცხოვრებ თანამემულეთა ურთიერთობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური "ამერიკის ხმასთან" ამბობს:

„ოლიმპიადა და გენოციდი ჩერქეზებისთვის შეიძლება იყოს ურთიერთდაკავშირებული საკითხები. მათ სურთ მიაღწიონ, ერთის მხრივ, სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან გენოციდის აღიარებას, იმიტომ, რომ შესძლონ მოსახლეობის დაბრუნება, ვინც განდევნილი იქნა იმ წლებში;

მეორეს მხრივ ჩერქეზები ამბობენ, რომ ოლიმპიური თამაშები ისეთ ადგილებში, სადაც მოხდა ადამიანთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტა, ეთნიკური წმენდა და ეთნიკური ნიშნით განადგურება, ანუ გენოციდი, არ შეიძლება იქნეს გამართული.

ჩვენ ამ თემას განვიხილავთ ერთიანი კავკასიური პოლიტიკის კონტექსტში და აი, ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ნებისმიერი აქტივობა, მათ შორის ჩერქეზთა გენოციდთან დაკავშირებული განხილვები საქართველოს პარლამენტში.“

სოჭის ოლიმპიადისთვის მიმდინარე სამუშაოებებზე, დღეისათვის უკვე 30 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია დახარჯული და კიდევ 30 მილიარდის დახარჯვა იგეგმება.

ეს კოლოსალური ციფრი, თავისთავად გამორიცხავს იმის შანსს, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთიდან ოლიმპიური თამაშების გადატანაზე იფიქროს.

ოლიმპიური თამაშების ისტორიაში მრავლად ყოფილა როგორც ერთი, ისე რამდენიმე ათეული ქვეყნის მხრიდან ბოიკოტის შემთხვევა, თუმცა ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქალაქის შეცვლა, არასოდეს მომხდარა.

ამის მიუხედავად, რუსეთის ნაციონალური სტრატეგიის ინსტიტუტის პრეზიდენტი, პოლიტოლოგი მიხეილ რემიზოვი მიიჩნევს, რომ ოლიმპიადის მასპინძლად სოჭის არჩევა დიდი პოლიტიკური შეცდომა იყო:

„საქართველო არასოდეს მალავდა თავის განზრახვას ოლიმპიადის ჩაშლასთან დაკავშირებით. სოჭი, როგორც ცნობილია, აფხაზეთის გვერდით არის. აფხაზეთი კი არის სწორედ ის სადავო ტერიტორია, ის განხეთქილების ვაშლი, რომელმაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების სპეციფიკა, ვფიქრობ ძალიან დიდი ხნით განსაზღვრა.

საქართველო არ არის ერთადერთი პრობლემა სოჭის ოლიმპიადისთვის. არანაკლებ მწვავე, არასასიამოვნო თავის ტკივილი იქნება და არის ჩერქეზული პრობლემა. ამიტომ, ჩემი აზრით, ოლიმპიადის გამართვის ადგილად სოჭის შერჩევა, არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული და კლიმატური პრობლემების გამო იყო წარუმატებელი, არამედ პოლიტიკურადაც ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად წარუმატებელია.“
მიხეილ რემიზოვი

სამწუხაროდ, საქართველო არ არის ერთადერთი პრობლემა სოჭის ოლიმპიადისთვის. არანაკლებ მწვავე, არასასიამოვნო თავის ტკივილი იქნება და არის ჩერქეზული პრობლემა.

ამიტომ, ჩემი აზრით, ოლიმპიადის გამართვის ადგილად სოჭის შერჩევა, არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული და კლიმატური პრობლემების გამო იყო წარუმატებელი, არამედ პოლიტიკურადაც ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად წარუმატებელია.“

ტიბეტის პრობლემის გამო, 2008 წლის პეკინის ზაფხულის ოლიმპიადის ბოიკოტირებას რამდენიმე ქვეყანა აპირებდა. ამ მოძრაობას პირადად ლობირებდა საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი. თუმცა, თავად საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მუქარის შემდეგ, რომ მკაცრ სანქციებს გამოიყენებდა, ბოიკოტის გეგმა ჩაიშალა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წესდება, პოლიტიკური მოტივებით ოლიმპიადის ბოიკოტის გამო, ხანგრძლივ დისკვალიფიკაციას ითვალისწინებს. სწორედ ამ მიზეზის გამო, საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა 2008 წლის აგვისტოში, არ (ვერ) დატოვა პეკინის ოლიმპიადა, რომელიც რუსეთის სამხედრო აგრესიას დაემთხვა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება სწორედ ასეთი ნაბიჯის გადადმას ითხოვდა.

ათენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ამჟამად ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ასანიძე ამბობს:

„ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, რუსეთმა ჩაატაროს ოლიმპიადა. თუმცა, ეს არ უნდა მოხდეს საქართველოს ხარჯზე, საქართველო ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთხელ დარღვევის ხარჯზე.

ამიტომ, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, რომ მუდმივად შევახსენოთ, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, დაიცვას ოლიმპიური ქარტიით განსაზღვრული ყველა შეთანხმება.“

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი აქტიურად ცდილობს რუსულ-ქართული დაპირისპირების შერბილებას. ექსპერეტბის აზრით, ამ პოლიტიის ერთ-ერთი ნაყოფია, 2015 წლის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის (EYOF) მასპინძლად საქართველოს დედაქალაქის დასახელება.

თბილისმა ფესტივალისთვის ბრძოლაში, 26 ხმით 21-ის წინააღმდეგ, ჩეხეთის ქალაქი ბრნო დაამარცხა. საინტერესოა, რომ საკუთარი ხმა თბილისს, რუსეთის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმაც მისცა.

სოჭის ოლიმპიადამდე ოთხი წლით ადრე, საქართველო კვლავაც ურთულესი არჩევანის წინაშე დგას - მოახდინოს ოლიმპიადის ბოიკოტირება, რისთვისაც ქვეყანას ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ელის; თუ, გააგზავნოს ოლიმპიური ნაკრები სოჭში, სადაც წინასწარი ინფორმაციით, საპატიო სტუმართა სტატუსით, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის სეპარატისტი ლიდერებიც იქნებიან.