რესპუბლიკელები აიოვაში საცდელ არჩევნებს მოაწყობენ

რესპუბლიკელები აიოვაში საცდელ არჩევნებს მოაწყობენ

რესპუბლიკური პარტიიდან საპრეზიდენტო კანდიდატები აიოვას ჩავიდნენ, სადაც ე.წ. სანომინაციო საცდელი არჩევნები ჩატარდება.

თავის კანდიდატურას წარმოადგენს 9 კანდიდატი. დღეს კანდიდატებმა თითქმის მთელი დღე ქალაქ ეიმში მიმდინარე ყოველწლიურ ფესტივალზე გაატარეს. ამით მათ მიეცათ იმის შესაძლებლობა, რომ გაეცნოთ ადგილობრივი მოსახლეობისათვის მათი პლათფორმა.