დღეს ეგვიპტეში დაკავებულ აქტივისტებს გაასამართლებენ

დღეს ეგვიპტეში დაკავებულ აქტივისტებს გაასამართლებენ

შეერთებული შტატების ოფიციალური პირების განცხადებით, პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ეგვიპტესთან დაპატიმრებული დემოკრატი აქტივისტების თაობაზე. მათ შორის შეერთებული შტატების 16 მოქალაქეა. დაპატიმრებულთა სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სულ ეგვიპტის მთავრობამ 43 აქტივისტი დააპატიმრა და მათ ბრალად ედებათ ეგვიპტეში სამოქალაქო მოძრაობისთვის უცხო ქვეყნიდან არალეგალური ფინანსების მოზიდვა.