ბრიტანეთი ავღანეთში დამატებით ჯარებს არ გააგზავნის

დიდი ბრიტანეთის პრემიერმა დევიდ კემერონმა და პრეზ. კარზაიმ ითათბირეს.

სამხრეთ ავღანეთის ყანდაარის პროვინციის თალიბებისგან გათავისუფლების ოპერაცია დაგეგმილზე მეტ დროს მოითხოვს, აცხადებს ავღანეთში შეერთებული შტატების სამხედრო ძალების მეთაური გენერალი სტენლი მაკკრისტალი.

დღეს ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებაში მაკკრისტალმა დასძინა, რომ სამხერო ოპერაცია , ადგილობრივების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, შედარებით ნელი ტემპით გაგრძელდება.

დღესვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბრიტანეთის მთავრობა ავღანეთში დამატებითი ჯარების გაგზავნას არ აპირებს.

ბრიტანეთის პრემეირ მინისტრმა დევიდ კემერონმა ეს განცხადება ქაბულში, პრეზიდნენტ ჰამიდ კარზაისთან შეხვედრის შედმეგ გამართულ პრეს კონფერენციაზე გააკეთა.

კემერონის თქმით, ნათელია რომ ნატოს ჯარები ამ წლის განმავლობაში მეამბოხეებთან ბრძოლის მხრივ, ავღანელი ხალხის სასიკეთოდ, წარმატებებს აღწევენ.

ეს არჩევის შემდეგ დევიდ კემერონის პირველი ვიზიტია ავღანეთში, პრემიერი ბრიტანული ჯარების მისიას ქვეყანაში თავად გაეცნო. ბრიტანეთს ავღანეთში 10.000 ჯარისკაცი ყავს დისლოცირებული, ეს ამერიკის შემდეგ მეორე ყველაზე დიდი კონტიგენტია.