ახალი სესხი საბერძნეთისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საბერძნეთს ახალი 36 მილიარდიანი სესხი დაუმტკიცა, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური კრიზისის გამო წინა სესხი ჯერაც გადაუხდელია.

ვაშინგტონში მდებარე სავალუტო ფონდის საბჭოს წინაშე ეს შეთავაზება ხუთშაბათს, სავალუტო ფონდის დირექტორმა ქრისტინ ლაგარდმა დააყენა. სესხის გაცემა ოთხი წლის განმავლობაში მოხდება.

ქალბატონი ლაგარდის განცხადებით, საბერძნეთმა ორი წლის განმავლობაში ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის მიზნით, მკაცრი ზომები გაატარა. თუმცა შემქნილი სიტუაციიდან გამომდინარე საბერძნეთი მაინც დიდესი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა.

უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში საბერძნეთისთვის ეს მეორე დახმარების პაკეტია, რომელიც სავალუტო ფონდმა ევროკავშირის ქვეყნების თანადგომობით, ქვეყნის ეკონომიკური ჩიხიდან გამოსაყვანად გაიღო.