ალექსიევიჩი: ლუკაშენკო ხალხს ატერორებს

ნობელიის პრემიის ლაურეატმა, ბელსრუსმა ავტორმა სვეტლანა ალექსიევიჩმა ქვეყნის ხელისუფლებას ხალხის დატერორების მცდელობაში დასდო ბრალი. ეს მოხდა იმის ფონზე, როცა კიდევ ერთი ბელარუსი ოპოზიციონერი ნიღბიანმა ადამიანებმა მინსკის ქუჩიდან აიყვანეს.

მაქსიმ ზნაკი მორიგი ოპოზიციონერი ფიგურაა, რომლის დატერორებას ლუკაშენკოს მთავრობა შეეცადა.

ასევე ნახეთ: პომპეო ბელარუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სავარაუდო სანქციებზე საუბრობს

"ეს ხალხის დაშინებაა"-თქვა ცნობილმა ავტორმა. "ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ჩვენი მიზნები არ დავთმოთ"-თქვა მან ბელარუსში მიმდინარე ერთთვიანი აქციების ფონზე.