ალ ყაიდას ჩრდილოეთ აფრიკაში ახალი ლიდერი ჰყავს

ალ ყაიდამ ჩრდილოეთ აფრიკაში ორგანიზაციის ახალი ლიდერი დაასახელა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რამდენიმე კვირის წინ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მიერ მალიში ჩატარებული ერთ-ერთი რეიდის დროს ლიკვიდირებული იქნა ყოფილი ლიდერი.

34 წლის ჯამდელ ოკაჩა, რომელიც ასევე ცნობილია ყაჰია აბუ ელ ჰამამის სახელით, აბდელჰამიდ აბუ ზაიდს შეცვლის, რომელიც სიკვდილამდე ორგანიზაცია-ალ ყაიდა ისლამური მაღრების-ლიდერი იყო.