კონკორდის ჩამოვარდნიდან 12 წელი გავიდა

ალმოდებული „ეაი ფრანსის" ავიალაინერი - კონკორდი პარიზის აეროდრომზე, 2000 წ.

საფრანგეთის სააპელაციო სასამართლომ კონტინენტალ აირლაინს ყველა სისხლის სამართლის ბრალდება მოუხსნა
12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ეირ ფრანსის" ავიალაინერმა - კონკორდმა, პარიზის შემოგარენში კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა 113 ადამიანი. საფრანგეთის სააპელაციო სასამართლომ „კონტინენტალ ეარლაინს" ყველა სისხლის სამართლის ბრალდება მოუხსსნა. მანამდე, სასამართლომ ამერიკული ავიაკომპანია არაგანზრახ მკვლეობაში დამნაშავედ სცნო.

ვერსალში გამართულმა სააპელაციო სასამართლომ მკვლელობის ბრალდება მოუხსნა როგორც თავად კომპანიას, ისევე მის ორ მექანიკოსს. კატასტოფაში მისი წვლილის გამო, კომპანია 260 ათასი დოლარით დაჯარიმდა. 2000 წელს, ავიალაინერის 109 მგზავრი და ხმელეთზე 4 მოქალაქე დაიღუპა.