ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავიაკატასტროფა უმსხვერპლოდ


კომორიდან გაგზავნილმა მაშველებმა წყლიდან 27 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები ამოიყვანეს

სამშაბათს, სამგზავრო თვითმფრინავი კომორის კუნძულების მახლობლად ინდოეთის ოკეანეში ჩამოვარდა, თუმცა, ყველა მგზავრი გადარჩა. ლაინერი დედაქალაქ მორონის აეროპორტიდან მოფრინავდა.

კომორის კუნძულების ხელისუფლების განცხადებით, მაშველებმა წყლიდან 27 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები ამოიყვანეს. კატასტროფა მაშინ მოხდა, როდესაც პილოტმა მექანიკური პრობლემების გამო აეროპორტში დაბრუნება სცადა.

2009 წელს იემენის ავიალაინერმა ინდოეთის ოკეანის თავზე კატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც 152 მგზავრი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG