თავდასხმა ავღანეთის დაზვერვის შეფზე

ასადულა ხალიდი თვითმკვლელი ტერორისტის მსხვერპლი გახდა

ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ქვეყნის სადაზვერვოს სამსახურის უფროსს სასწრაფოს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, მას შემდეგ რაც ქაბულში მასზე თავდასხმა განორციელდა.
როგორც უშიშროების ეროვნული საბჭო იტყობინება, ასადულა ხალიდი თვითმკვლელი ტერორისტის მსხვერპლი გახდა. საბჭოს რესსპიკერის განცხადებით, თავდამსხმელმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ აამოქმედა, როდესაც თალიბანის სახელით სამშვიდობო გზავნილს გადასცემდა.
პასუხისმგებლობა მომხდარზე თალიბებმა აიღეს, განცხადეს, რა რომ მათი სამიზნე ხალიდი იყო. ინციდენტის დროს სადაზვერვო სამსახურის რამდენიმე თანამშრომელი დაიჭრა.