რატომ აღარ ყიდულობენ ამერიკელები ავტომობილებს?

შეერთებულშტატებში ავტომობილების რაოდენობა მცირდება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად ამერიკის ავტომობილების ბაზარზე ჯართში ჩაბარებული მანქაბების რაოდენობა გაყიდული ახალი მანქანების რაოდენობას აღემატება. 2008 წელს 250 მილიონი ახალი მანქანა გაიყიდა ამერიკაში, რაც რეკორდული მაჩვენებელი იყო. 2009 წელს კი ამ რაოდენობამ 4 მილიონით ანუ 246 მილიონამდე დაიკლო.

ლესტერ ბრაუნი ნიუ ჯერსის შტატის ერთ-ერთ სასოფლო სამეურნეო რაიონში გაიზარდა, სადაც 1950-ანებში ერთი სული ჰქონდა როდის დაიწყებდა მანქანის მართვას.

„მართვის მოწმობის აღება და შემდეგ მაქნანის ყიდვა სამეურნეო რაიონებში თითქმის სავალდებულოდ ითვლებოდა,“ ამბობს ის.

ბატონი ბრაუნი დღეს დედამიწის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორია. ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში მანქნის გამოყენებაზე დამოკიდებულება საგრძნობლად შეიცვალა. დღეს ახალგაზრდები არ არიან დაინტერესებული მანქანის ტარებით. ეს იმის გამო ხდება, რომ ახალგაზრდების უფრო მეტი რაოდენობა იზრდება ქალაქში და ისინი უმანქანოდ ცხოვრებას ეჩვევიან. „ახალგაზრდები სოციალიზაციის საშუალებად მანქანების ნაცვლად ინტერნეტს, ტელეფონებსა და სხვა სახის ტექნოლოგიებს იყენებენ,“ თქვა ბატონმა ბრაუნმა.


ამერიკაში ეკონომიკური რეცესიის დროს, ყველა ასაკის მომხმარებელი იკავებს თავს ისეთი ძვირადღირებული საქონლის ყიდვისგან, როგორიცაა მანქანა. მაგრამ ის თუ რატომ შემცირდა ქუჩებში მანქანების რაოდებობა, იმით აიხსნება, რომ მოხდა მასშტაბური ურბანიზაცია და ხალხის ნაწილი გადატვირთულ მოძრაობას თავს არიდებს, ნაწილი კი გარემოს უფრთხილდება.


პოლ ეინშტეინი საავტომობილო ონლაინ ჟურნალი „დეტროიტბიუროს“ ანალიტიკოსია. ის ბატონ ბრაუნს ეთანხმება და ამბობს, რომ ამერიკაში მანქანის მიმართ დამოკიდებულების კულტურა შეიცვალა:


„მომხმარებელი ფრთხილად ფიქრობს იმაზე, სჭირდება თუ არა რამდენიმე მანქანა ოჯახში. ავტომწარმოებლებიც ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ შეუწყონ ხელი მომხმარებელს მეტი მანქანის ყიდვაში. ინდუსტრია უზარმაზარ თანხებს ხარჯავდა - დაახლოებით 5-დან 10 ათას დოლარამდე თითო მანქანაზე - იმისთივს, რომ მყიდველისთვის ერთზე მეტი მანქანის ყიდვაში ხელი შეეწყო.“

ეინშტეინის აზრით, ეს ცუდის ნიშანია, რადგანაც ერთი ახალი მანქანის მყიდველისთვის მცირდება შეღავათების მიღების საშუალება. ხოლო თუ ახალი მანქანები არ გაიყიდა, ადვილი მოსალოდნელია ქარხნების დაკეტვა ან ქარხნებში მუშების შემცირება. ბატონი ბრაუნი ფიქრობს, რომ ქარხნების დაკეტვა ამერიკაში უფრო ჯანსაღი ავტოინდუსტრიის შექმნას შეუწყობს ხელს:


„ჩვენ ემიგრაცია ერთი მიზეზის გამო გვაქვს დაშვებული. ეს მიზეზი ქვეყანაში ხალხის რაოდენობის გაზრდაა, რაც მანქანების ყიდვასაც უკავშირდება. მოსახლეობის ზრდა ემიგრაციის გარეშეც ნორმალური გვაქვს. ხალხს კი მანქანები სჭირდება.“

ბატონი ბრაუნის აზრით, ამერიკის ავტო ინდუსტია შეიძლება მალე იაპონიისას დაემსგავსოს. იაპონიაში თითქმის ყველა მოზარდს რაიმე სახის ავტომანქანა ჰყავს. მაგრამ ამასთან ერთად:
„იაპონიამ მანქანების ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვის შესაძლებლობა 1990 წელს ამოწურა და მას შემდეგ მანქანების ბაზარი 21 პროცენტით შეიკუმშა.“


პოლ ეინშტეინი არ ეთანხმება ბრაუნს და ამბობს, რომ იაპონიაში საჯარო ტრანსპორტის ქსელები ფართოდაა გავრცელებული და გაცილებით ადვილადაა ხელმისაწვდომი ამერიკასთან შედარებით.

„ამერიკაში ქალაქები გაცილებით შორს მდებარეობს ერთმანეთისგან, ვიდრე სხვა ნებისმიერ ქვეყანაში. ამიტომ, ამერიკელებს ძალიან გაუჭირდებათ მანქანებზე უარის თქმა, რადგანაც მათ სხვა მოსახერხებელი ალტერნატივა არ აქნებათ,“ აცხადებს ბატონი პოლი.

მანქანის თავდაპირველი დანიშნულოება ადვილი და სწრაფი გადაადგილება იყო. დღეს მძღოლებს ყოველდღიურად უწევთ საცობებში ლოდინი, გადატვირთულ მოძრაობაში დღის დიდი ნაწილის გატარება და ამასრთან, გარემოს დაბინძურებაც. ეს გლობალური პრობლემაა.


მანქანების გაყიდვამ ჩინეთშიც ძალიან მოიმატა. ბატონი ბრაუნის განცხადებით, თუ ჩინეთში ერთ სულ მოსახლეზე იმდენი მანქანა გაიყიდება, რამდენიც ამერიკაში იყიდება, ამან ჩინეთის საზოგადოებისთვის შეიძლება სავალალო შედეგები მოიტანოს.

ბატონი ბრაუნი ამბობს, რომ ავტომანქანების ბაზრის შეკუმშვა ერთი მხრივ დადებითი მოვლენაა, რადგანაც ის კლიმატის ცვლილების პრობელმაზე მუშაობის საშუალებას მოგვცემს: „ეს ნაკლები ნავთობის წვას ნიშნავს. ამან ასევე შეიძლება შეამციროს ჩვენი დამოკიდებულება სხვა ქვეყნებიდან შემოტანილ ნავთობზე. ეს კი თავის მხრივ უცხოეთში წასასვლელ კაპიტალს ამერიკაში დატოვებს ინვესტირებისთვის. მანქანების ნაკლებობა ასევე ნიშნავს იმას, რომ შემცირდება ნახშირორჟანგის გამოყოფა და გარემოს დაბინძურება.“

ბატონი ბრაუნის პროგნოზით, ავტომანქანებზე მოთხოვნილების შემცირებამწარმოებლებს აიძულებს ტრადიციული საწვავის ძრავების ნაცვლად მანქანებში ჰიბრიდი ან ელექტრო ძრავები გამოიყენონ. ამისი ნათელი მაგალითი ის არის, რომ 2009 წელს, შეერთებულ შტატებში გაყიდული მანქანების ათეულში ტოიოტა პირასი შევიდა. ის კომპანიები, რომლებიც ამ მიმდინარეობებს არ გაითვალისწინებენ და ტექნოლოგიურ ცვილილებებს არ დანერგავენ, ავტო ინდუსტრიის წარსულს ჩაბარდებიან.