ბელგიაში კიდევ ერთ ეჭვმიტანილს ეძებენ

ბრიუსელის ტერაქტებში მონაწილეობაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი ადამიანის ძებნა გრძელდება. ის სათვალთვალო კამერამ თვითმკვლელ ტერორისტ ხალიდ ელ-ბაკრაუისთან ერთად მოზრდილი ჩანთით ხელში დააფიქსირა.

აეროპორტის ტერმინალში გადაღებულ ვიდეოფირზე ძებნილთან ერთად არის მეორე თვითმკვლელი ტერორისტი, ხალიდის ძმა - იბრაჰიმი და მოგვიანებით პოლიციის მიერ აყვანილი ნაჯიმ ლაშრაუი. დაზვერვის ოფიციალური მონაცემებით, 25 წლის ნაჯიმი დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოსთვის” ბომბებს ამზადებდა და ის პარიზის ტერორისტული აქტების მონაწილეობაშიც არის ეჭვმიტანილი.