ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრილიანტების მოპოვება ზიმბაბვეში


ალმასის მსოფლიო საბჭოს წევრები სანკტ პეტერბურგში იკრიბებიან, რათა განიხილონ ზიმბაბვეს მარანჯის საბადოებიდან უძვირფასესი ბრილიანტების მსოფლიო ბაზარზე გატანის პერსპექტივები.

ალმასის ინდუსტრიის ლიდერები, და ოფიციალური პირები, ისევე როგორც ადამიანის უფლებების დამცველი ჯგუფები დახურულ კარს მიღმა იკრიბებიან და განიხილავენ ზიმბაბვეში მოპოვებული იშვიათი ბრილიანტების აკრძალვის საქმეში არსებულ წინააღმდეგობას.

კერძოდ, განიხილება თუ რამდენად აკმაყოფილებს ზიმბაბვეში მოპოვებული ბრილიანტები ე.წ. კიმბერლის პროცესს, რაც ნიშნავს იმას, რომ ბრილიანტების გაყიდვით შემოსული თანხმა მეამბოხე დაჯგუფებების საქმიანობას არ ხმარდება.

ალექს პოპოვი ალმასის მსოფლიო კავშრის წევრია. მისი განცხადებით, სანკტ პეტერბურგში შეკრებილი ლიდერები იმედოვნებენ, რომ ეს აკრძალვა მოიხსნება.

ვიმედოვნებთ, რომ გამოსავალი მოინახება და შესაძლებელი გახდება ზიმბაბვეს აღნიშნული საბადოებიდან მოპოვებული ალმასების ჩართვა მსოფლიო ინდუსტრიაში.“

აღსანიშნავია, რომ ზიმბაბვეში მსოფლიოში არსებული ბრილიანტების 25 პროცენტი მოიპოვება. ქვეყანა იმედოვნებს, რომ ბრილიანტების გაყიდვა არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას ბევრად გააუმჯობესებს.

XS
SM
MD
LG