ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფლორიდის შტატი ზიკას ვირუსთან საბრძოლველად ფედერალურ დახმარებას ითხოვს


ფლორიდის ოფიციალური პირები, ზიკას ვირუსის უეცარ გავრცელებასთან საბრძოლველად, ფედერალურ მთავრობას დახმარებას სთხოვენ. გასულ უქმეებზე, შტატის სამხრეთ კიდეზე, 2.5 კვადრატული კილომეტრის ფართობის უბანში, დაავადების 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ეს ნაბიჯი შტატის გუბერნატორმა რიკ სკოტმა მას შემდეგ გადადგა, რაც ორშაბათს, შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ფეხმძიმე ქალებს ურჩია არ წასულიყვნენ ქალაქ მაიამის ჩრდილოეთით მდებარე რაიონებში, სადაც ზიკას ვირუსის ახალი ინფექციები აღმოჩნდა.

ორშაბათს თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ გუბერნატორის თხოვნას დააკმაყოფილებს

XS
SM
MD
LG