ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უგანდაში ებოლის ვირუსით ბავშვი გარდაიცვალა


უგანდაში 5 წლის ბიჭი ებოლის ვირუსით გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უგანდის ოფისში, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით ადასტურებენ.

ეს ვირუსის სხვა ქვეყანაში დაფიქსირების პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც ვირუსი თავიდან კონგოში, ერთი წლის წინ გავრცელდა.

ჯანდაცვის მინისტრი, ჯეინ რუთ ეისინგი მანამდე აცხადებდა, რომ ბავშვი კაგანდოს ჰოსპიტალში, დასავლეთ უგანდაში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც მან ოჯახის რამდენიმე წევრთან ერთად, ორშაბათს კონგოს საზღვარი გადმოკვეთა. მისი განცხადებით, უგანდის ხელისუფლება ებოლის ვირუსის დაფიქსირების სულ 3 შემთხვევას ადასტურებს. მისი თქმით, უგანდელები თანამშრომლობენ ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებთან იმისთვის, რომ ვირუსის ქვეყნის სხვა ნაწილებში გავრცელება თავიდან აირიდონ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები და მისი პარტნიორები აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ კონგოში გავრცელებული ვირუსის "შეკავება" ხშირად შეუძლებელი სწორედ ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან თანამშრომლობის ნაკლებობის გამო ხდებოდა. ადგილობრივები ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებს არ ენდობიან და მათ რეკმოენდაციებს არ ითვალისწინებენ.

ჯმო-ს ცნობით, ვირუსმა რეგიონში გასული წლის აგვისტოდან მოყოლებული, 1400-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG