ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰუთი ამბოხებულები ამბობენ, რომ მოკლულია ყოფილი პრეზიდენტი


იემენში ჰუთი ამბოხებულების საინფორმაციო ქსელის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, მოკლულია ყოფილი პრეზიდენტი ალი აბდულა სალეჰი.

ამბოხებულთა ოფიციალური ტელევიზიის წამყვანის თქმით, მოკლულია პრეზიდნტი და მისი „კრიმინალი მხარდამჭერები“ და ამით კრიზისი დასრულებულია.

საინფორმაციო არხს სხვა დეტალები არ გაუვრცელებია. პრეზიდენტის სიკვდილის ცნობა კი სხვა წყაროებით ჯერჯერობით არ დასტურდება.

75 წლის სალეჰი იემენს სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მართავდა. მისი სიკვდილის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც სალეჰსა და ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰუთ მებრძოლებს შორის განხეთქილებს მოხდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG