იემენის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ძალებმა ალ ყაიდას მიერ დაგეგმილი ტერორისუტლი აქტი აღკვეთეს. გეგმის თანახმად, ტერორისტებს ნავთობისა და ბუნებრივი აირის ნაგებობების ხელში ჩაგდება სურდათ. შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა ეჭვმიტანილ ტერორისტებზე დრონით იერიში განახორციელა, რის შედეგადაც ლიკვიდირებული იქნა ალ ყაიდას 7 წევრი.
იემენის პრემიერ მინისტრის წარმომადგენლის განცხადებით, ტერორისტები გეგმავდნენ იემენის არმიის ფორმაში ჩაცმულები შეჭრილიყვნენ რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტზე, მათ შორის, ორ პორტში.
ოპერაციის აღკვეთის პარალელურად, ამერიკული დრონით იემენში მეხუთე იერიში განხორციელდა უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში. იერიშების სამიზნეები იემენში მოქმედი ალ ყაიდას წევრები არიან.