ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იემენის პორტში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ


გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ამბობს, რომ იემენის დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ წითელი ზღვის პორტ ჰოდეიდაში.

გუტერეშმა ეს განცხადება გაეროს მიერ შვედეთის ქალაქ რიმბოში, ამ საკითხზე მიმდინარე ერთკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ გააკეთა. რიმბოშივე მხარეები შეთანხმდნენ ჰოდეიდადან ჯარების გაყვანაზე.

შეთანხმება გულისხმობს ნეიტრალური ძალების განლაგებას აღნიშნულ პორტში და იქვე ჰუმანიტარული უწყების ჩაყენებას.

გუტერეშის თქმით, კონფლიქტიდან გამოსვლის პოლიტიკური ჩარჩო-ხელშეკრულება იანვარში, მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე განიხილება.

XS
SM
MD
LG