ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალ-ყაიდა კვლავინდებურად საფრთხეს წარმოადგენს


ალ-ყაიდა კვლავინდებურად საფრთხეს წარმოადგენს
ალ-ყაიდა კვლავინდებურად საფრთხეს წარმოადგენს

ამერიკის თავდაცვის მდივანი ლეონ პანეტა აცხადებს, რომ ალ-ყაიდას ერთერთი ლიდერის ანვარ ალ-ავლაკის განეიტრალება ტერორისტულ ქსელს კიდევ უფრო გაურთულებს ფართე-მასშტაბიანი თავდასხმების განხორციელებას უცხოეთში.

პანეტას განცხადებები მოსდევს ამერიკული დრონის მიერ იემენში ალ-ყაიდას ერთერთი ლიდერის ანვარ ალ-ავლაკის და პაკისტანელი ამერიკელი სამირ ხანის განეიტრალებას. ეს უკანასკნელი ტერორისტული დაჯგუფების ინგლისურენოვანი ვებ გამოცემის სულისჩამდგმელია. ამ გამოცემას „შთააგონე“ ერქვა.

პანეტამ დასძინა, რომ ალ-ყაიდა კვლავინდებურად საფრთხეს წარმოადგენს და რომ ალ-ყაიდას დაჯგუფებაში არიან ადამიანები, რომლებიც თავდასხმებს გეგმავენ ამერიკის წინააღმდეგ. მისი განცხადებით, არასწორი იქნებოდა იმის ფიქრი, რომ ეს ხალხი ამ მისიაზე ხელს აიღებს. პანეტამ, რომელიც ახლა ისრაელში იმყოფება, დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება იემენის ხელისუფლების სათავეში, ამერიკის შეერთებული შტატები ამ ქვეყნის ხელისუფლებასთან გააგრძელებს მუშაობას არაბეთის ნახევარკუნძულზე ალ-ყაიდას საფრთხის დასაძლევად.

XS
SM
MD
LG