ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იემენის სამედიცინო პირების ცნობით, ქალაქ სანას ბაზარში საარტილერიო ჭურვების აფეთქების შედეგად ორი სამოქალაქო პირი დაიღუპა და ერთი დაიჭრა. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ ისროლა ჭურვები ბაზრის ტერიტორიაზე. უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ეს ადგილი სამთავრობო ჯარებსა და გენერალ ალი მოჰსენის დანაყოფებს შორის ბრძოლების არეალი იყო. როგორც ოპოზიციურმა სატელევიზიო სადგურმა განაცხადა, პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის ჯარებმა საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს ქალაქ ტაიზს, რომელიც ქვეყანში სიდიდით მეორე ქალაქია. როგორც ფრანგული სააგენტო იტყობინება აფეთქებების შედეგად სამი მოქალაქეა დაჭრილი.

XS
SM
MD
LG