ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იემენის პრეზიდენტი საუდის არაბეთშია


იემენის პრეზიდენტი საუდის არაბეთშია

იემენის პრეზიდენტი ალი აბდულა სალეჰი საუდის არაბეთში იმყოფება და პარასკევს მიყენებული ჭრილობების მოშუშებას ცდილობს. ეს ფაქტი იემენში გაურკვევლობას კიდევ ზრდის.

ათასობით ანტი-სამთავრობო დემონსტრანტი დედაქალაქ სანაას ქუჩებში პრეზიდენტის წასვლას ზეიმობდა. ბევრი გმობს პარასკევს მომხდარ ძალადობას ბატონი სალეჰის რეზიდენციაზე, თუმცა დემონსტრანტების ნაწილს მიაჩნია, რომ იემენი უკეთესად იცხოვრებს სალეჰის გარეშე.

იემენის სამხრეთის ქალაქ ტაიზში მომხდარი ძალადობის გახსენებისას, კი პირმა რომელმაც საკუთარი სახელის გამჟღავნება არ ისურვა ამერიკის ხმას უთხრა, რომ სალეჰი მკვლელია, რომელმაც სასჯელი მიიღო.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ ხანს დაჰყოფს სალეჰი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. როგორც ირვკევა, მას ბევრად უფრო დიდი ჭრილობები აქვს მიღებული, ვიდრე "ნაკაწრები", როგორც ეს ოფიციალურმა პირებმა ინციდენტის შემდეგ დაახასიათეს. ასევე უცნობია, თუ რამდენად დათანხმდება საუდის არაბეთი მის იემენში დაბრუნებას. აქამდე საუდის არაბეთი სალეჰის თანამდებობიდან წასვლის საკითხში შუამავლის როლს ასრულებდა.

სხვადასხვა ცნობის თანახმად, ისე როგორც ეს კონსტიტუციაშია მითითებული იემენში პრეზიდენტის მოვალეობებს ვიცე პრეზიდენტი აბდ ალ-რაბ მანსურ ალ-ჰადი ასრულებს.

XS
SM
MD
LG