ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სანააში შიიტურ მეჩეთში აფეთქება მოხდა


მეჩეთი სანაას შიიტურ უბანში, 24 სექტემბერი, 2015
მეჩეთი სანაას შიიტურ უბანში, 24 სექტემბერი, 2015

იემენის დედაქალაქ სანააში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მეჩეთში მოწყობილი აფეთქების შედეგად, სულ ცოტა, 25 ადამიანი დაიღუპა. აფეთქებალოცვის დროს მოხდა.

ინციდენტი შიიტურ მეჩეთში მოხდა, რომელსაც ჰუტის მეამბოხეების ჯგუფი აკონტროლებს. ჰუტის მებრძოლებმა სანაა ერთი წლის წინ დაიკავეს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.

დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ, რომელსაც სუნიტი მუსლიმები მკრეხელებად მიაჩნია, უკანასკნელი თვეების განმავლობაში იემენში რამდენიმე მსგავსი თავდასხმა მოაწყო.

XS
SM
MD
LG