ჩინეთის ვიცე პრეზიდენტმა ში ჯინპინგმაა შეერთებული შტატების ლიდერებს განუცხადა, რომ პეკინი მზადაა ადამიანის უფლებების საკითხთან დაკავშირებით "გულწრფელი საუბრისთვის". ამასთან მან ეკონომიკური თანამშრომლობის პირობა დადო. თეთრ სახლში გამართულ შეხვედრებზე პრეზიდენტ ობამასთან და ვიცე პრეზიდეტ ჯო ბაიდენთან ბატონმაჯინპინგმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს რომ ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე რეფორმების წყალობით, ჩინეთმა უდიდეს წარმატებებს მიაღწია ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, თუმცა დახვეწისთვის ადგილი ყოველთვის რჩება.