ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სურსათი და პოლიტიკა


მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები მსოფლიოს ქვეყნებს სურსათს ყველაზე ხშირად აწვდის, დროის ფაქტორი გადამწყვეტ როლს თამაშობს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:57 0:00
ბმული

60 წელია ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს სურსათით ეხმარება. თუმცა კრიტიკოსების განცხადებით, სისტემა ნელი და არაეფქტურია. კონგრესი განიხილავს კანონს, რომლის მიხედვითაც, განვითარებადი ქვეყნების ფერმერები სურსათით დახმარების შედეგად არ დაიჩაგრებიან.

როდესაც საქმე შიმშილს ეხება, დროს ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები მსოფლიოს ქვეყნებს სურსათს ყველაზე ხშირად აწვდის, დროის ფაქტორი აქ მაინც გადამწყვეტ როლს თამაშობს.

ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის ენდრიუ ნაციოს განცხადებით:

„ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც გაგზავნილია დახმარება, მაგრამ ბავშვები მაინც შიმშილით იღუპებიან. სურსათის დანიშნულების ადგილზე ჩასვლას ძირითადად ორი-სამი თვე სჭირდება. სწორედ ამ რეალობამ მოახდინა ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება და მივხვდი, რომ სისტემა შესაცვლელია.“

ნაციოს სურს, კონგრესმა სისტემა და ძველი წესები შეცვალოს . ამ წესებით დღემდე ამერიკული ხორბლით დატვირთული გემები ამერიკის დროშის ქვეშ ცურავენ, რაც ძალზე ნელი და იაფია. შედეგად კი პროგრამის ბიუჯეტი გადაზიდვის პროცესს და განაწილებას ხმარდება.

როგორც დახმარების ჯგუფ „ქეარის“ პრეზიდენტი ჰელენ კეილი აცხადებს, გარედან შემოსული სურსათით დახმარების გამო ადგილობრივ ფერმერებს საკუთარი პროდუქციის გასაღება უჭირთ:

„დახმარების შედეგად ადგილობრივი სასოფლო სამეურნეო ბაზრები ზარალდებიან, ამიტომ საჭიროა გრძელვადიანი განვითარების გეგმის დასახვა.“

თუმცა არსებობს იმის შესაძლებლობაც, რომ ადგილობრივმა ფერმერებმა საკუთარი პროდუქცია დახმარების სააგენტოებს მიყიდონ.

ტანზანიელი ფერმერის ემილიან ალიგაეშას მიერ მოყვანილ ლობიოს გაეროს სურსათის პროგრამა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მცხოვრები მშიერი ხალხის დასაპურებლად ყიდულობს.

„ვიცი, რომ ჩემს პროდუქციას მშიერ ხალხს მიაწვდიან. ფერმერისთვის კი ეს ძალზე მნიშვნელოვანია,“-ამბობს ალიგაეშა.

ალიგაეშა დამხარების ჯგუფ "ოქსფამთან" ერთად ახლა ვაშინგტონშია. ის კონგრესის წევრებთან დახმარების იმ მნიშვნელობაზე საუბრობს, რაც მას და მისნაირ ფერმერებს გაჭირვებაში მყოფ ადამიანებთან აკავშირებს.

„ჩვენ გვიხარია, რომ შეგვიძლია ადამიანებს მთელს დედამიწაზე შიმშილის დაძლევაში დავეხმაროთ,’’- ამბობს ალიგაეშა.

თუმცა ამ აზრის მოწინააღმდეგეების სურვილია პროდუქცია ადგილობრივი ფერმერებისგან შეისყიდონ ან გაჭირვებულ ოჯახებს ვაუჩერები დაურიგდეთ, რითაც ამ ფერემერებისგან სურსათის ყიდვას შეძლებენ.

ამ აზრს არ ეთანხმება სკეპტიკური მოსაზრებების მქონე რამდენიმე რესპუბლიკელი კონგრესმენი. მათ შორისაა ჯეფ დუნკანიც:

„როგორ შეიძლება მცირე თანხა ან ვაუჩერი ამერიკელი ფერმერების მიერ მოყვანილ პროდუქტებს ჯობდეს?“-კითხულობს კონგრესმენი.

ამერიკელი ფერმერები, სურსათის და გადამზიდავი კომპანიები ჯეფ დუნკანის შეხედულებას იზიარებენ.

როგორც ჩანს, ემილიან ალიგაეშას კონგრესში დიდი ბრძოლა მოელის.
XS
SM
MD
LG