ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლტოლვილთა მსოფლიო დღე


გაეროს უმაღლესი კომისარი საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს და მოუწოდებს რომ დევნილობაში მყოფი ადამიანები გაიხსენონ

გაეროს უმაღლესი წარმომადგენელი ლტოლვილთა საკითხებში აცხადებს, რომ მილიონობით იძულებით ადგილნაცვალი ადამიანის ბედის შესახებ მსჯელობა სირიის კრიზისმა გადაფარა. ლტოლვილთა მსოფლიო დღის აღსანიშნავად, გაეროს უმაღლესი კომისარი საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს და მოუწოდებს რომ დევნილობაში მყოფი ადამიანები გაიხსენონ.
ჟენევიდან ამერიკის ხმის კორესპონდენტი ლიზა შლაინი მოგვითხრობს, რომ დღევანდელი მონაცემებით მსოფლიოში 45 მილიონი ლტოლვილი და იძულებით ადგილნაცვალი პირია.
ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი ადრიან ედვარდსი ამერიკის ხმას უცხადებს, რომ კონფლიქტი ადამიანების იძულებით გადაადგილების და დევნილობის მთავარი მიზეზია:
ადრიან ედვარდსი: „განსაკუთრებით 2012 წლის განმავლობაში, ლტოლვილების რაოდენობის ზრდაზე დიდი გავლენა სირიის კონფლიქტმა მოახდინა. სირიაში მანამდე ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდან გადასული ლტოლვილები აფარებდნენ თავს, ქვეყანაში მიმდინარე კონფლიქტის შედეგად კი სირიიდან დაიწყეს ადამიანებმა გასვლა. ეს შემზარავი ტენდენციაა, რაც მსოფლიოში იძულებით ადგილნაცვალი ადამიანების მდგოარეობის ამსახველ სურათეს მთლიანად ცვლის.“
უმაღლესი კომისარიატის განცხადებით, მეორე ცხელი წერტილია აფრიკა, რომელიც მილიონობით დევნილს წარმოშობს. აზიაში, ძირითადად ავღანეთში არსებული მდგომარეობის გამო, პრობლემაა ასევე რთულად დგას. დღესდღეობით აფრიკაში 2.8 მილიონი ლტოლვილი და 10 მილიონი დევნილი ცხოვრობს.
ედვარდსი აღნიშნავს, რომ სირიაში მიმდინარე კონფლიქტმა მასშტაბებით ყველა სხვა მიმდინარე კრიზისის შედეგების მასშტაბებს გაუსწრო.
ედვარდსი: „შარშან აფრიკის კნტინენტზე მალიში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ლტოლვილთა კრიზისი შეიქმნა, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაშიც ანალოგიური ვითარება შეიმჩნეოდა. იძულებით ადგილნაცვალი მოსახლეობის რაოდენობა იზრდებოდა ნიგერიიდანაც,“- აცხადებს უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი.
ცოტა რამ ლტოლვილთა მსოფლიო დღის შესახებ.
ყოველ წელს გაერო და სამოქალაქო ჯგუფები მთელი მსოფლიოდან ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს 20 ივნისს აღნიშნავენ.
ეს დღე გაერომ დააწესა იმ ადამიანების საპატივსაცემოდ, რომელთა სიმტკიცე და ქედმოუხრებლობა დევნილობაში ყოფნის მიუხედავად აღნიშვნას იმსახურებს. ეს ადამიანები იძულებული გახდნენ საკუთარი სახლები კონფლიქტის, დევნისა თუ ძალადობის გამო დაეტოვებინათ. ეს ხალხი, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის შეფასებით, ჩვენს დახმარებას ელის და საჭიროებს.
თავად კომისარიატი 45-დან 34 მილიონამდე ლტოლვილსა და დევნილს ეხმარება და მათ საცხოვრებლით, პირველადი მოხმარების ნივთებითა თუ სხვა გადაუდებელი საჭიროების სერვისებით უზნველყოფს. იძულებით ადგილაცვალ ადამიანებს შორის 80 პროცენტი ქალი და მცირეწლოვანია.
გაეროს ეგიდით, იძულებით ადგილნაცვალი ადამიანების ბედზე წლევანდელი ღონისძიებების თემაა: ომით გაუბედურებული ერთი ოჯახიც კი ძალიან ბევრია. ამ კამპანიის აქცენტია ოჯახებზე ომისა და კონფლიქტის გავლენა, რაც სხვადასხვა საკითხებს მოიცავს, ისეთებს რგორიცაა კონფლიქტის, პატიმრობის, დანაკარგისა თუ ტრამვის შედეგად ოჯახების დანაწევრება, მარტოხელა დედების ბედი, ოჯახების გაერთიანება, და ბავშვთა დაცვა.
ვაშინგტონში დღეს არაერთი ღონისძიება იმართება სადაც საზოდადოებისთვის ცნობილი სახეები და თავად ყოფილი ლტოლვილები აუდიტორიას იძულებით ადგილნაცვალთა ხვედრის შესახებ მოუყვებიან.
XS
SM
MD
LG