ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის დღეა


დიონ უილიამსონი ქ. კლიფტონში ცხენოსნობის გაკვეთილზეა. ავღანეთის ომის ვეტერანს ეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან გამკლავებაში ეხმარება. ვირჯინიის შტატი, აშშ. 2022 წლის სექტემბერი.
დიონ უილიამსონი ქ. კლიფტონში ცხენოსნობის გაკვეთილზეა. ავღანეთის ომის ვეტერანს ეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან გამკლავებაში ეხმარება. ვირჯინიის შტატი, აშშ. 2022 წლის სექტემბერი.

ორშაბათს მსოფლიოში ფსიქიკური ჯანმრთელობის დღეს აღნიშნავენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ეს დღე ცნობადობის გაზრდისთვის დააწესა. ასევე იმ მიზნით, რომ მეტი ზომა მიიღონ ისეთ რეგიონებში, სადაც თვითმკვლელობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ორშაბათს გავრცელებული განცხადების მიხედვით, პანდემიამ "მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებით გლობალური კრიზისი" გამოიწვია. "მოკლე და გრძელვადიანი სტრესები გამწვავდა, რამაც მილიონობით ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა დააზიანა", - ნათქვამია ჯანმოს განცხადებაში.

გაეროს ჯანდაცვის წამყვანი უწყების თქმით, პანდემიის მარტო პირველი ერთი წლის განმავლობაში, შფოთვითი აშლილობისა და დეპრესიული აშლილობების რიცხვი 25%-ზე მეტით გაიზარდა. ამავე დროს, ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურებაზე წვდომა კრიტიკული შეფერხებებით მიმდინარეობდა და მკურნალობის ჩავარდნილი კურსის რიცხვიც კიდევ უფრო გაიზარდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG