ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო საფონდო ბირჟებზე ოპტიმიზმი შეინიშნება


აზიისა და ევროპის საფონდო ბირჟებზე დღეს აქციების უჩვეულოდ მაღალი ფასები დაფიქსირდა. საფონდო ბირჟებზე ოპტიმიზმი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ევროპის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ მარტში დანიშნულ ბანკის შეხვედრაზე მასტიმულირებელი ზომები იქნება განხილული.

ყველაზე დიდი ექვს პროცენტიანი მატება ტოკიოს “Nikkei”-ს ბირჟაზე დაფიქსირდა, ჰონგ კონგმა ვაჭრობა სამ პროცენტიანი ზრდით და სეულმა ორ პროცენტიანი ზრდით დაასრულა. ევროპის ბაზრებზე მატება 1.6-დან 2 პროცენტადე მერყეობს.

ინვესტორების წახალისება ხუთშაბათს ნავთობზე ფასების მატებამაც გამოიწვია.

XS
SM
MD
LG