ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2022 წელს მსოფლიოში საკვებზე რეკორდულად მაღალი ფასები დაფიქსირდა


გაეროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის დეკემბერში საკვების ფასები შედარებით შემცირდა, თუმცა გასულ წელს, ზოგადად, საკვებ პროდუქტებზე ფასებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ფასებზე მკვეთრი ზრდა მარტში, მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო და უკრაინული მარცვლეულის ქვეყნიდან ექსპორტს ხელი შეუშალა.

გაეროსა და თურქეთის ჩართულობით დაწყებული მოლაპარაკება უკრაინისთვის მარცვლეულის ქვეყნის ფარგლებს გარეთ უსაფრთხოდ გატანის შესახებ, რუსეთთან რამდენიმე თვეს გრძელდებოდა და ის ივლისში დასრულდა.

წინა წლებთან შედარებით საკვების ფასის ინდექსი 14,3 %-ით გაიზარდა 2022 წელს და ყველა დროის მაქსიმუმს, 143,7 ქულას მიაღწია.

”სასურსათო საქონლის უფრო მშვიდი ფასები მისასალმებელია ორი ძალიან არასტაბილური წლის შემდეგ”, - თქვა გაეროს "სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის" მთავარმა ეკონომისტმა მასიმო ტორერომ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG