ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გლობალური ეკონომიკის უარყოფითი პროგნოზი


გლობალური ეკონომიკის უარყოფითი პროგნოზი
გლობალური ეკონომიკის უარყოფითი პროგნოზი

მსოფლიო ბანკი გლობალური ეკონომიკის ზრდის უარყოფით პროგნოზს აქვეყნებს. რეცესია სერიოზულ მასშტაბებს იღებს და სავარაუდოდ ყველა ქვეყანას და რეგიონს შეეხება.

ევროპული საბიუჯეტო კრიზისის გამო მსოფლიო ეკონომიკის ზრდა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე ამას ექსპერტები ელოდნენ. ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში არსებული დაძაბულობის გამწვავება და ვაშინგტონში მიმდინარე გაუთავებელი პოლიტიკური დაპირისპირება სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს.

გუშინ გამოქვეყნებული ანგარიშით მსოფლიო ეკონომიკის ზრდა მხოლოდ 2.5 პროცენტით მოხდება. ამერიკის - 2.2 პროცენტით, მზარდი ეკონომიკის ქვეყნების - 5. 4-ით, რაც წინა პროგნოზზე თითქმის ერთი პროცენტით ნაკლებია. ევროპის ეკონომიკის სავარაუდო ზრდაც პროცენტის სამი მეათედით შემცირდა.

XS
SM
MD
LG