ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

25 დეკემბერი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში

ბეთლემი
ბეთლემი

ქრისტიანთა დიდი ნაწილისთვის ყველაზე მხიარული დღესასწაული, მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში არც თუ ისე კეთილი და ბედნიერი იყო

წლევანდელი შობის დღესასწაული ქრისტიანებისთვის, როგორც ყოველთვის, ისევ მძაფრი კონტრასტებით აღინიშნა.

25 დეკემბერი ავსტრალიაში: სანაპიროზე ხალხმრავლობაა, ტალღებთან მოთამაშე ავსტრალიელები შობას პლაჟზე მდგარ დიდ ნაძვის ხესთან აღნიშნავენ.

ფილიპინებზე, ტაიფუნით მიწასთან გასწორებულ ქალაქ ტაკლობანში ქალები წყალს აგროვებენ, ბავშვები კი ნაგავში ნარჩენებს ეძებენ. თუმცა, უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად, იქვე მდებარე წმინდა ნინოს ტაძარში სიმღერები და საგალობლები ისმის. „შეიძლება უსახლკაროები და უსახურავოდ დარჩენილები ვიყოთ, მაგრამ უიმედოები არ ვართო“ - ამბობს ფილიპინელი მამაკაცი.

ინდოეთის სამხრეთში შობა სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლების აღლუმით აღინიშნება.

კარაჩი, პაკისტანი: ეკლესიის ზარების ფონზე ჯარისკაცები ტაძრის შესასვლელს იცავენ.

ავღანეთის პოლიცია შობის დღეს მთელი დატვირთვით მუშაობს. ქვეყნის 3 ოფიციალურ პირზე და შეერთებული შტატების საელჩოზე კვლავ თავდასხმა განხორციელდა. რამდენიმე საათით ადრე ამერიკელი ჯარისკაცები საშობაო წირვაზე შეიკრიბნენ.

ბეთლემში კაშკაშა მზის ამოსვლამ და ეკლესიის ზარებმა ათასობით მომლოცველს შობის დილის გათენება და წირვის დაწყება აუწყა. ზოგიერთი პალესტინელი იქ ღაზას სექტორიდან ჩავიდა. „სასწაული გრძნობაა, როცა ბეთლემში, სწორედ ქრისტეს დაბადების ადგილზე აღნიშნავ შობას“ - ამბობს პალესტინელი მამაკაცი. პალესტინელთა ერთი ნაწილი 3 წლის გოგონას დაღუპვას გლოვობს, რომელიც წინა დღით ისრაელის საჰაერო დარტყმის გამო დაიღუპა.

სირიაში ჩატარებულ წირვასაც ძალადობა უძღოდა წინ. სულ რამდენიმე საათით ადრე ალეპო კიდევ ერთხელ დაბომბეს.

ალბათ არცერთი ქვეყანა არ იყო 25 დეკემბერს ისეთი ტრაგიკული, როგორც სამხრეთ სუდანი. გაეროს დევნილთა ბანაკებმა მსოფლიოს ამ ახალ ქვეყანაში 30 ათასამდე ახალი ლტოლვილი შეიფარა.

რომში კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა, ფრანცისკე პირველმა საშობაო წირვა პაპის ამპლუაში პირველად ჩაატარა და მორწმუნეებს მშვიდობისთვის ლოცვა სთხოვა. „მიეცი მშვიდობა სამყაროს, რომელიც ძალადობის და სიღარიბის სპირალმა ჩაითრია. სადაც ამდენი უსახლკარო ადამიანია, რომელსაც წყალი, საკვები და სიცოცხლის ელემენტარული საშუალება არ გააჩნია“ - აცხადებს რომის პაპი.

ქრისტიანებისთვის შობა მაინც იმედის მომცემი დღესასწაულია. იქნება ეს თოვლის ბაბუა, რომელიც მოსკოვის ავტობუსიდან გადმომდგარი გამვლელებს ხელს უქნევს, ფეიერვერკები მექსიკაში, თუ ამერიკის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ სანტა კლაუსის გადაადგილების ტრაექტორიის მონიტორინგი, რომელიც პატარებს საჩუქრებს ურიგებს.

„ეს მილიონობით ამერიკელისთვის ოჯახური ერთობის დროა, რომელიც დიდი ხნის სადღესასწაულო ტრადიციას აგრძელებს და მადლიერებას გამოხატავს იმ ადამიანების მიმართ, რომელიც გვიყვარს“ - აცხადებს პრეზიდენტი ობამა.

ამერიკელთა უმრავლესობა შობას ოჯახებში აღნიშნავს. გარეთაც ბევრს ნახავთ ამ დღეს, სადღესასწაულო მორთულობების დათვალიერებას ყინვაშიც რომ არ ერიდებიან.

ფოტოგალერეა

შობა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში

სამხრეთ კორეა
1/23 სამხრეთ კორეა
დანარჩენი სიახლეები Show less
ვატიკანი
2/23 ვატიკანი
დანარჩენი სიახლეები Show less
ვატიკანი
3/23 ვატიკანი
დანარჩენი სიახლეები Show less
დიდი ბრიტანეთი
4/23 დიდი ბრიტანეთი
დანარჩენი სიახლეები Show less
პალესტინა
5/23 პალესტინა
დანარჩენი სიახლეები Show less
ჩინეთი
6/23 ჩინეთი
დანარჩენი სიახლეები Show less
ინდონეზია
7/23 ინდონეზია
დანარჩენი სიახლეები Show less
სირია
8/23 სირია
დანარჩენი სიახლეები Show less
ვაშინგტონი
9/23 ვაშინგტონი
დანარჩენი სიახლეები Show less
ავსტრალია
10/23 ავსტრალია
დანარჩენი სიახლეები Show less
ვიეტნამი
11/23 ვიეტნამი
დანარჩენი სიახლეები Show less
ინდოეთი
12/23 ინდოეთი
დანარჩენი სიახლეები Show less
ფილიპინები
13/23 ფილიპინები
დანარჩენი სიახლეები Show less
გერმანია
14/23 გერმანია
დანარჩენი სიახლეები Show less
კენია
15/23 კენია
დანარჩენი სიახლეები Show less
ინდოეთი
16/23 ინდოეთი
დანარჩენი სიახლეები Show less
ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთში
17/23 ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთში
დანარჩენი სიახლეები Show less
მოსკოვი
18/23 მოსკოვი
დანარჩენი სიახლეები Show less
ბეთლემი
19/23 ბეთლემი
დანარჩენი სიახლეები Show less
პეკინი
20/23 პეკინი
დანარჩენი სიახლეები Show less
მიანმარი
21/23 მიანმარი
დანარჩენი სიახლეები Show less
ბულგარეთი
22/23 ბულგარეთი
დანარჩენი სიახლეები Show less
სან ფრანცისკო
23/23 სან ფრანცისკო
დანარჩენი სიახლეები Show less
Previous slide
Next slide
XS
SM
MD
LG