ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს მთავრობა კათოლიკეებს შობას ულოცავს


საქართველოს პრემიერ მინისტრი და პრეზიდენტი

საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში მცხოვრებ ქრისტიანებს, რომლებიც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ, ქრისტეშობა მიულოცეს.

პრემიერ მინისტრის განცხადება საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია:

„დღეს მსოფლიო საქრისტიანოს დიდი ნაწილი შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ქრისტეს დაბადება არის დასაწყისი ევროპული ცივილიზაციის, სრულიად ახალი კულტურის, სამყაროს მიმართ ახალი დამოკიდებულების. მაცხოვრის შობა არის პირველ რიგში სიკეთის, ჰუმანიზმის დღესასწაული. ვულოცავ ამ დღეს ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ვისთვისაც 25 დეკემბერი დიდი დღესასწაულია. ვუსურვებ მათ ბედნიერებას, კეთილდღეობას და დიდ წარმატებას მშვიდობიან საქართველოში.“

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ასევე მიულოცა კათოლიკე და სხვა მიმდინარეობის ქრისტიანებს შობა, რომლებიც ამ დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავენ. მარგველაშვილის თქმით: „სულითა და გულით ვულოცავ მათ ამ შესანიშნავ დღეს. ვუსურვებ ქართველ კათოლიკეებს და მათ ოჯახებს კეთილდღეობას, მშვიდობას და ბედნიერებას.“

კომენტარების ნახვა (2)

XS
SM
MD
LG