ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის ინიციატივა


მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის ინიციატივა

ევროპული ვალის კრიზისის შედეგად დაზარალებული განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი რობერტ ზელიკი ახალი პროგრამების შემუშავების ინიციატივით გამოდის.

ზელიკმა ეს განცხადება დღეს, ფილიპინების დედაქალაქ მანილაში ვიზიტისას გააკეთა.

ზელიკმა მიანიშნა, რომ ევროპულმა კრიზისმა სესხის აღების საფასური გაზარდა და მთელ მსოფლიოში აქციათა ფასი შეამცირა, რამაც ისეთ შორეულ ქვეყანაზეც კი იმოქმედა როგორიც ფილიპინებია.

ამ ფონზე, ევროპული კრიზისის ნიშნები ასევე აშფოთებთ პეკინში, სადაც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დასძინა, რომ იმედია ევროპელი ლიდერები ეფექტურად იმოქმედებენ ვალის პრობლემის შესამსუბუქებლად, რაც ევროპაში სტაბილურობისა და ფინანსური ბაზრების ნდობის აღდგენას შეუწყობს ხელს.

XS
SM
MD
LG