ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჟოზე მანუელ ბაროზო ევროპას ერთიანობისკენ მოუწოდებს


ჟოზე მანუელ ბაროზო ევროპას ერთიანობისკენ მოუწოდებს

ევროკომისიის თავმჯდომარე - ჟოზე მანუელ ბაროზო - ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად ევროპელებს მეტი ერთიანობისკენ მოუწოდებს.

სტრასბურგში ევროპარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას მან ფინანსურ ოპერაციებზე განსხვავებული საგადასახადო სისტემის დაწესების პროექტი წარმოადგინა. ბატონმა ბაროზომ ასევე წამოაყენა წინადადება ევრობონდების შექმნის შესახებ, რომელიც დავალიანებებს დანარჩენ ქვეყნებზეც გადაანაწილებს. ევროკავშირში ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი უთანხმოებაა. ევროკომისიის თავმჯდომარის განცხადებით აღნიშნული კრიზისი ყველაზე მკაცრია ევროკავშირის ისტორიაში და მის დასაძლევად ერთიანი პოზიციის შემუშავებაა საჭირო.

პრეზიდენტი ობამა აცხადებს, რომ ევროპა 2007 წლის კრიზისის შემდეგ სრულად არ მოშუშებულა. ის, რაც დღეს საბერძნეთში ხდება, საბანკო სისტემის მართვაში ჯერ კიდევ პირველი კრიზისის დროს დაშვებული შეცდომების გამოძახილია.

გუშინ საბერძნეთის პარლამენტმა საგადასახადო სისტემის ახალი პროექტი დაამტკიცა. ამით ქვეყანამ ევროკავშირის მიერ ოქტომბერში მასტიმულირებელი პაკეტის გადაცემისთვის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა დააკმაყოფილა.

XS
SM
MD
LG