ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ოზის ჯადოქრის“ ახალი ეკრანიზაცია


ერთი შეხედვით, ბავშვური ზღაპარი სინამდვილეში საკუთარი თავის აღმოჩენის ალეგორიის მატარებელია

ჰოლივუდი ფრენკ ბაუმის წიგნის „ოზის ჯადოქარი“ კიდევ ერთ ეკრანიზაციას გვთავაზობს. ერთი შეხედვით, ბავშვური ზღაპარი სინამდვილეში საკუთარი თავის აღმოჩენის ალეგორიის მატარებელია. „ოზი - დიადი და ძლევამოსილი“ კინოთეატრებში 8 მარტს გამოვიდა და მაყურებლის დიდი მოწონებით სარგებლობს. კრიტიკოსების აზრით, ახალი, სამგანზომილებიანი ეკრანიზაცია მსახიობების უზადო თამაშით და დახვეწილი გემოვნებით შერჩეული სპეცეფექტებით გამოირჩევა.

ისევე როგორც ორიგინალი, სემ რეიმის მიერ შექმნილი „ოზის ჯადოქრის“ ახალი ეკრანიზაციაც შავ-თეთრი კადრებით იწყება. ცირკის ილუზიონისტის როლს ჯეიმს ფრანკო ასრულებს. ის ემერალდ-სითიში აღმოჩნდება, სადაც მეფის ტახტი უნდა მოიპოვოს. ოღონდ ჯერ ბოროტი ჯადოქარი უნდა მოკლას. სამი შეხვდება და სამივე ჯადოქარი ამბობს, რომ კეთილია. სანამ გაარკვევს, რომელია მათ შორის ბოროტი, თავს ბევრი რამ გადახდება.

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

თავად ჯეიმს ფრანკოსთვის წიგნი ბავშვობის შთაგონების წყარო იყო. „სადღაც ალბათ 11 წლიდან ამ ნაწარმოების თაყვანისმცემელი ვარ, შეიძლება უფრო ადრეც. როცა როლი შემომთავაზეს, ერთი წამითაც არ დავფიქრებულვარ. მომეცა უნიკალური შესაძლებლობა ჩემი ბავშვობის ფანტაზია და ოცნება ამესრულებინა“ - ამბობს მსახიობი.

სემ რეიმის სამგანზობილებიანი ფილმი ვიზუალურად ძალზე შთამბეჭდავია, თუმცა ამბობენ, რომ პირველ ეკრანიზაციას არ შეედრება. ჯუდი გარლანდი დოროთის როლში მართლაც შეუდარებელი იყო. 1939 წელს გადაღებული ფილმი ამერიკული კინოს ისტორიაში შევიდა. დოროთიც ჯადოქარს ეძებს, რომელმაც შინისკენ მიმავალი გზა უნდა აპოვნინოს. ხიფათიანი თავგადასავლების შემდეგ აღმოაჩენს, რომ ოზი სიყალბეა. მოგზაურობა საკუთარი თავის პოვნის ალეგორიას შეიცავს. ეს კინოს ისტორიაში ყველაზე ხშირად ნანახი ფილმია, ამბობს პატრიკ ლოგნი, კონგრესის ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიო-ვიდეო მასალის დაცვის ცენტრის დირექტორი.

„ჯადოსნური ფილმია. პირველ ეკრანიზაციაში 30-იანი წლების დასასრულს ამერიკული კინოინდუსტრიის მთელი შემოქმედებითი ენერგია და გენიალური ფანტაზია ჩანს“ - აღნიშნავს ის და დასძენს, რომ ღრმა დეპრესიის პერიოდის ბოლოს ამერიკას გამძლეობის სწორედ ასეთი პოზიტიური გზავნილი სჭირდებოდა.

„იმედი შთაუნერგა მაშინ ამერიკელებს და მე თუ მკითხავთ, დღესაც ოპტიმიზმით გვავსებს“ - ამბობს პატრიკ ლოგნი.

1974 წლის ეკრანიზაციაც ისტორიული იყო, რადგან ის საზოგადოების სოციალურ ცვლილებებს ასახავდა. დაიან როსთან ერთად ფილმში მხოლოდ ფერადკანიანი მსახიობები არიან დაკავებული.

პატრიკ ლოგნის თქმით, „ფილმი 50-60-იანი წლების სოციალურ გადატრიალებას ეხმაურება. წამყვანმა კინოსტუდიებმა მთავარ როლებზე ფერადკანიანების მიწვევა მაშინ მასიურად დაიწყეს“.

ახლა ჯერი სემ რაიმის ტექნოლოგიურ საოცრებაზეა. „ოზი - დიადი და ძლევამოსილი“ ფრენკ ბაუმის პოპულარულ ნაწარმოებს კიდევ უფრო ამდიდრებს და სრულიად ახალ სიცოცხლეს სძენს მას.
XS
SM
MD
LG