ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოწმეები ამბობენ, რომ ტრამპი იუსტიციის დეპარტამენტზე ზეწოლას ცდილობდა


კონგრესის საგამოძიებო კომისიაში, რომელიც 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმას იძიებს, ბოლო დღეების განმავლობაში მოსმენილი ჩვენებებით ირკვევა, რომ ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობდა გავლენა მოეხდინა იუსტიციის დეპატამენტის მაღალჩინოსნებზე. ეს გამიზნული იყო იმისთვის, რომ მათ გაყალბების შესახებ არსებული ბრალდებები გამოეძიებინათ მიუხედავად იმისა, რომ თავად პრეზიდენტმა იცოდა, არ არსებობდა მტკიცებულებები ფართომასშტაბიანი გაყალბების თაობაზე, რომელიც არჩევნების საბოლოო შედეგებს შეცვლიდა.

საგამოძიებო კომისიის შეკითხვების ნაწილი ჯეფრი კლარკის მცდელობას შეეხებოდა. კლარკი გენერალური პროკურორის ყოფილი თანაშემწე იყო, რომელიც ტრამპის პრეზიდენტობის ბოლო თვეში გენპროკურორად უნდა დასახელებულიყო, რათა დონალდ ტრამპის ბრალდებებისთვის სამართლებრივი გაგრძელება უზრუნველეყო.

კლარკი, როგორც მოწმეები ამბობენ, გამუდმებით ახორციელებდა წნეხს იუსტიციის დეპარტამენტის სხვა მაღალჩინოსნებზე იმისთვის, რომ მათ არჩევნების გაყალბების თაობაზე არსებული ეჭვები გამოეძიებინათ და უარეყოთ ზოგიერთ შტატში ჯო ბაიდენის გამარჯვების ლეგიტიმურობა.

XS
SM
MD
LG