ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძელი პეკინია


ოლიმპიური კომიტეტი არჩევანს ორ ქალაქს შორის აკეთებდა. ესენი იყო: პეკინი ჩინეთიდან და ალმა-ატა ყაზახეთიდან. კომიტეტის არჩევანი პეკინზე შეჩერდა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი კუალა ლუმპურში რიგით 128-ე სესიას მართავს. დღეს გადაწყდა, თუ სად გაიმართება 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები. ოლიმპიური კომიტეტი არჩევანს ორ ქალაქს შორის აკეთებდა. ესენი იყო: პეკინი ჩინეთიდან და ალმა-ატა ყაზახეთიდან. კომიტეტის არჩევანი პეკინზე შეჩერდა.

პეკინმა 2008 წელს ზაფხულის ოლიმპიადამ უმასპინძლა და აცხადებს, რომ კომპლექსებიდან ბევრს ზამთრის თამაშებისთვის გამოიყენებს. ყაზახეთს კი ოლიმპიური თამაშების ჩატარების გამოცდილება ჯერ არ გააჩნია. ჩინეთს გამარჯვებას ბევრი უწინასწარმეტყველებდა, თუმცა შანსები ყაზახეთსაც ჰქონდა, რადგან ზამთრის სპორტის სახეობებისთვის ალმა-ატის კლიმატი ბევრად უფრო მოსახერხებელია და იქ ნაკლები ხელოვნური საფარის გამოყენება იქნებოდა საჭირო.

XS
SM
MD
LG