ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წამებებთან დაკავშირებული გაეროს მოხსენება


პატიმრების წამებებთან დაკავშირებით გაეროს სპეციალური მომხსენებელის ხუან მენდესის განცხადებით, ვიკილიქსისთვის საიდუმლო მასალების მიმწოდებლის, შეერთებული შტატების არმიის სადაზვერვო სამსახურის სპეციალისტის ბრედლი მენინგისადმი მოპყრობა, "ყოვლად მიუღებელი და არაადამიანურია". მენდესმა 14 თვიანი გამოძიების შედეგები შეაჯამა. ბრედლი მენინგს, რომელსაც 22 მუხლი აქვს წაყენებული, მათ შორის მტერთან თანამშრომლობა, ციხეში სამუდამო პატიმრობა ელის.
ბატონი მენდესის განცხადებით, ბრედლი მენინგი იზოლირებულ საკანში იმყოფებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ბრალი მას წაყენებული არ აქვს.

XS
SM
MD
LG