ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქალბატონი ალიევა "ვიკილიქსის" ვებგვერდზე


ქალბატონი ალიევა "ვიკილიქსის" ვებგვერდზე
ქალბატონი ალიევა "ვიკილიქსის" ვებგვერდზე

აზერბაიჯანის პირველ ლედის ჭარბი პლასტიკური ქირურგიული ჩარევის კვალი ეტყობა და პროვოკაციული სამოსით გამოირჩევა.

ასეთ ინფორმაციას შეიცავდა ერთერთი დიპლომატიური ტელეგრამა, რომელიც ვიკილიკსმა გაავრცელა.

იგივე დოკუმენტში, რომელიც 2010 წლის იანვრით თარიღდება, აზერბაიჯანის პოლიტიკური ელიტაა გაკრიტიკებული და აღნიშნულია, რომ ელიტის წევრებს შორის შეთანხმებით, წამყვან ოჯახებს შორის სიმდიდრე უნდა გადანაწილდეს და ისინი ერთმანეთის გეოგრაფიულ თუ ბიზნეს ინტერესებში არ უნდა ჩაერიონ.

ქალბატონი ალიევა, ბრიტანულ გაზეთ გარდიანში ვიკილიკსის მასალებზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ სტატიაში გამოყვანილია, როგორც ადამიანი, რომელსაც უჭირს სახის სხვადასხვა გამომეტყველების ჩვენება და ატარებს სამოსს, რომელიც პროვოკაციულად ჩაითვლებოდა დასავლურ სამყაროშიც კი.

XS
SM
MD
LG