ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელი მაკკეინის ქვრივი მხარს დემოკრატ ჯო ბაიდენს უჭერს


სინდი მაკკეინმა, სენატორ ჯონ მაკკეინის ქვრივმა, განაცხადა, რომ საპრეზიდენტო რბოლაში მხარს დემოკრატების კანდიდატს, ჯო ბაიდენს უჭერს. თავად მაკკეინი რესპუბლიკელი იყო.

სინდი მაკკეინმა, თავის ტვიტერ გვერდზე დაწერა: "ჩემი ქმარი, ჯონი, ერთი კოდექსით ცხოვრობდა: ქვეყანა პირველ ადგილზე. ჩვენ რესპუბლიკელები და დიახ, პირველ რიგში, ამერიკელები ვართ. ამ ბრძოლაში, ახლა მხოლოდ ერთი კანდიდატია, ვინც ჩვენი ღირებულებებისა და ერისთვის იბრძვის, და ეს ჯო ბაიდენია".

სინდი მაკკეინმა თქვა: "[მე და ჯო ბაიდენი] ყოველთვის არ ვეთანხმებით ერთმანეთს და ვიცი, რომ ჯონს ნამდვილად ექნებოდა ზოგიერთ თემაზე აქტიური კამათი მასთან. მაგრამ, ის კარგი და გულწრფელი კაცია. ის ღირსეულად გაგვიძღვება. ის იქნება მთავარსარდალი, რომლის შესანიშნავ ძალასაც შეუძლია დაეყრდნოს ნებისმიერი, ვინაიდან მან იცის, რას ნიშნავს შვილის ბრძოლაში გაშვება".

მაკკეინის მიერ ბაიდენის მხარდაჭერის პარალელურად, საკუთარი აზრი ამ თემაზე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც დააფიქსირა. თავის "ტვიტერის" გვერდზე ტრამპმა დაწერა, რომ კარგად არ იცნობს სინდი მაკკეინს და მასთან შეხება მხოლოდ მაშინ ჰქონდა, როდესაც კომიტეტში, თავისივე ქმრის სურვილით თანამდებობაზე დანიშნა. ტრამპის თქმით, მაკკეინმა და ბაიდენმა წარსულში უამრავი "ცუდი" გადაწყვეტილება მიიღეს და "სინდის შეუძლია ჰყავდეს მძინარე ჯო".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG