ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი ვირუსი


მსოფლიოში ახალი კორონავირუსის შედეგად 30 ადამიანია დაღუპული

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, საუდის არაბეთში ახალი მწვავე რესპირატორული ვირუსის მსგავსი კორონავირუსი დაფიქსირდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა. სულ მსოფლიოში მსგავსი ვირუსით 30 ადამიანია დაღუპული. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით. საუდის არაბეთმა სამი ადამიანის გარდაცვალება დაადასტურა. ახალი კორონავირუსი გასულ წელს აღმოაჩინეს. ყველა შემთხვევის მესამედი საუდის არაბეთში დაფიქსირდა. ვირუსის შემთხვევები ასევე გამოვლენილია იორდანიაში, ყატარში, ტუნისსა და ევროპაში. ახალი ვირუსი იწვევს ხველებას, სიცხეს და ფილტვების ანთებას.
XS
SM
MD
LG