ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - ვირუსისადმი იმუნიტეტის მტკიცებულება არ გვაქვს


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ამბობენ - არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ადამიანებმა, რომლებმაც კორონავირუსის შეტევა გადაიტანეს, მომაკვდინებელი დაავადების მიმართ იმუნიტეტი გამოიმუშავეს და ინფექციის სხვებზე გადადება არ შეუძლიათ.

კორონავირუსის პანდემია მსოფლიოში სწრაფად ვრცელდება და ჯერ-ჯერობით დასასრული არ უჩანს. მთავრობები სულ უფრო მეტად ეჭიდებიან იმედს, რომ ავადმყოფობის შემდეგ ადამიანები იმუნიტეტს შეიძენენ და სხვებს აღარ დააინფიცირებენ. იმედებს აფუძნებენ სეროლოგიურ ტესტებზე, რომლითაც იმუნურ სისტემაში ანტისხეულებს ეძებენ, რათა ავადმყოფობა გადატანილი ადამიანების რიცხვი დაადგინონ და ირწმუნებიან, რომ ეს საშუალებას მისცემს ადამიანები სამუშაო ადგილებზე იმის რისკის გარეშე დააბრუნონ, რომ ისინი ხელმეორედ დაინფიცირდებიან ან სხვებს დააინფიცირებენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ახალი დაავადებების და ცხოველიდან ადამიანზე გადაცემადი დაავადებების განყოფილების ხელმძღვანელმა მარია ვან კერკოვემ თქვა, რომ შესაძლოა სეროლოგიურ ტესტებს არ შეუძლია იმ ინფორმაციის მოცემა, რომელსაც მთავრობები ეძებენ. ამ ტესტებს შეუძლია ანტისხეულების დონის გაზომვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის, ვისაც ანტისხეულები აქვს, განმეორებითი ინფექციისგან დაცულია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობების აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ რაიანი ქვეყნებს აფრთხილებს, რომ წინდახედულობა გამოჩინონ და ადამიანის ჯანმრთელობის სტატუსის დასადგენად მხოლოდ ამ ტესტებს არ დაეყრდნონ. მან თქვა, რომ ამჯერად ხელმისაწვდომი ტესტების ეფექტურობის გარშემო ბევრი გაურკვევლობაა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG