ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯანმოს ხელმძღვანელი "უკიდურესადაა შეშფოთებული" კორონავირუსის მზარდი გავრცელებით


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სააგენტო "უკიდურესადაა შეშფოთებული" იმით, რომ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ასე სწრაფად იზრდება კორონავირუსის ინფექციის ახალი შემთხვევების ზრდა და ვირუსის გავრცელება.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი ამბობს, რომ კორონავირუსის შემთხვევების ასეთი სწრაფი ზრდა, ჯანდაცვის სფეროში მომუშავეებს უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აყენებს.

ეს განცხადება ჯანმოს ხელმძღვანელმა ორგანიზაციის ოფისში პირველად გააკეთა მას შემდეგ, რაც ის ორკვირიან თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მას კოვიდ ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი.

ჟურნალისტებთან საუბრის დროს, ტედროსმა, ასევე ყურადღება გაამახვილა ორშაბათს, ამერიკული კომპანია "მოდერნას" მიერ გავრცელებულ განცხადებაზეც. "მოდერნა" ამბობს, რომ მათი ვაქცინა 94,5%-ით ეფექტურია კორონავირუსის ინფექციის წინააღმდეგ. ჯანმოს ხელმძღვანელის თქმით, ეს კარგი ახალი ამბავია, თუმცა ხალხს გადაჭარბებული მოლოდინები ამ ვაქცინასთან დაკავშირებით არ უნდა ჰქონდეს.

ჯანმოს უფროსმა მეცნიერმა, სიუმა სვამინათანმა, განაცხადა, რომ 2021 წლის პირველ ნახევარში სააგენტო შეძლებს "ძალიან ლიმიტირებული" რაოდენობის ვაქცინის დისტრიბუციას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG