ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი ინტერნეტ ინიციატივას იწყებს


ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ახალ ინტერნეტ ინიციატივას იწყებს, რომლის დანიშნულებაც მოსახლეობის ინფორმირებაა იმის შესახებ, თუ რა საფრთხეებს უკავშირდება კლიმატური ცვლილებები.

თერთრი სახლი დღეს ახალ ვებ გვერდს გაუშვებს - climate.data.gov - სადაც რიგით მოქალაქეებს, ბიზნესებს და ადგილობრივ მთავრობებს სამეცნიერო მონაცემების მიღება შეეძლებათ. მათ ამ ინფორმაციის განოყენება იმის დადგენაში დაეხმარება, თუ რა გავლენა ექნება მათ მომავალზე ზღვის დონის მომატებას, რეკორდულ სიცხეებს და გვალვას.

ვებ გვერდზე თავმოყრილი იქნება ინფორმაცია ამერიკის ეროვნული კოსმოსის სააგენტოდან, ეროვნული ოკეანეებისა და ატმოსფეროს ადმინისტრაციიდან და ამერიკის მთავრობის სხვა სააგენტოებიდან.

ვებგვერდი პრეზიდენტ ბარაკ ობამას ძალისხმევის ნაწილია, რომლის დანიშნულებაც კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ საჯარო მხარდაჭერის მოპოვებაა.
XS
SM
MD
LG