ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის ადმინისტრაცია მიესალმება იულია ტიმოშენკოს გათავისუფლებას


შაბათს, 22 თებერვალს, თეთრი სახლის პრეს-მდივნის განცხადებით, ადმინისტრაცია თვალყურს ადევნებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. მისი თქმით, ამერიკის ხელისუფლება აქამდე ადვოკატირებდა ძალადობის დე-ესკალაციას, საკონსტიტუციო ცვლილებას, კოალიციურ მთავრობას და ადრეულ არჩევნებს უკრაინაში. თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ შაბათის მოვლენებმა შესაძლოა სწორედ ამ მიზნისკენ წასწიოს ქვეყანა და რომ მოვლენების ურყევი, მმართველი პრინციპი ურაინელი ხალხის ნება უნდა გახდეს საკუთარი მომავლის გადასაწყვეტად.

თეთრი სახლი, ამასთან, მიესალმა რადას “კონსტრუქციულ მუშაობას” და მხარეებს ეროვნული ერთობის ფართო სპექტრის ტექნოკრატიული მთავრობის სწრაფ ფორმირებაზე ზრუნვა ურჩია.

თეთრი სახლი მიესალმა ყოფილი პრემიერ მინისტრის იულია ტიმოშენკოს გათავისუფლებას და აღნიშნა, რომ აშშ პარტნიორებთან, რუსეთთან და ევროპისა თუ საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებთან ძლიერი, წარმატებული და დემოკრატიული უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს. “უკრაინელმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აფასებს უკრაინა-ამერიკის ხანგრძლივ კავშირს და მხარს დაუჭერს ამ ქვეყანას დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გზაზე,”-აღნიშნულია განცხადებაში.

პარასკევს ნაშუადღევს შედგა სატელეფონო საუბარი ამერიკის თავდაცვის მდივანსა და მის უკრაინელ კოლეგას შორის. პენტაგონის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ უკრაინელმა მინისტრმა პავლო ლებედევმა პენტაგონის თავკაცი ჩაკ ჰეიგელი დაარწმუნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები უკრაინელ ხალხს დაიცავს და რომ შეიარაღებული ძალების განლაგება უკრაინის ტერიტორიაზე ქვეყნის თავდაცვის ობიექტების და დანადგარების დაცვით არის განპირობებული.

ლებედევმა ამერიკელ კოლეგას განუცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები იარაღს, ხალხის წინააღმდეგ, არ გამოიყენს.

XS
SM
MD
LG